თსუ ევროკლუბი გიწვევთ თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგზე: „ჰუმანიტარული დახმარება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაცვაზე: ეფექტურობა, საზღვრები და მიმდინარე გამოწვევები“, რომელსაც გაუძღვება ტიმისოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი) პროფესორი რალუკა კოლოჯოარა.
აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტიმისოარას დასავლეთის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის, კერძოდ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის - აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ფარგლებში.
ტრენინგზე დამსწრეები გაეცნობიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრაქტიკულ საკითხებს და ცნობიერებას აიმაღლებენ საერთაშორისო სისხლის სამართალში არსებულ მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევებზე.
თარიღი: 2024 წლის 18 აპრილი, 15:00 საათი.
ადგილი: თსუ, II კორპუსი, 119-ე აუდიტორია.
სამუშაო ენა: ინგლისური.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული არაუგვიანეს 2024 წლის 17 აპრილის 16:00 საათისა. https://forms.gle/1MDGjzx4NpNTBuAS7
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და ნიშნების ფურცლის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ელ.ფოსტის მეშვეობით.